воскресенье, 12 мая 2019 г.

მე-9 დღის რეფლექსია

       ჩვენ გავიარეთ რვა მოდულიანი ინტელის სასწავლო კურსი.განვიხილეთ პროექტები.შევქმენით პროექტის მონახაზი.შევარჩიეთ თემა (,,იყო და არა იყო რა"),შევუსაბამეთ სასწავლო სტანდარტი,საფეხური,ასევე განისაზღვრა პროექტის ჩატარების  დრო.
        პროექტზე  მუშაობისას  ვამახვილებდით ყურადღებას მისაღწევ მიზნებზე და შედეგებზე .დავამუშავეთ საკვანძო კითხვარები(ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი).
         ასევე შევქმენით მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი,ბუკლეტები,ჩეკლისტები.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები,გავითვალისწინეთ სსსმ მოსწავლის საჭიროებები.გავუწიეთ ფასილიტაცია მოსწავლის ნაშრომს,ყურადღება გამახვილდა ასევე  მენეჯმენტზე...
       ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო აღოჩნდა ჩემთვის ,იმ მხრივ,რომ შემდგომშიც  შევქმნი და გამოვიყენებ პროექტებით სწავლებას.
     
        დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

суббота, 11 мая 2019 г.

მე-8 დღის რეფლექსია


    მე-8 დღის რეფლექსია საინტერესო იყო.ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე.
განვიხილეთ მე-7 მოდული რომელის მიხედვიტაც შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი. დიდი მადლობ   ტრენენრს .

среда, 8 мая 2019 г.

მე-7 დღის რეფლექსია

გამარჯობა.
მეშვიდე დღე ნაყოფიერი აღმოჩნდა. გავიარეთ დიფერენცირებული სწავლების კურსი და გავარჩიეთ სხვადასხვა სწავლის ტიპი. რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ სიახლეებს ფეხდაფეხ უნდა მიყვე.


მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

суббота, 4 мая 2019 г.

მე-6 დღის რეფლექსია

        დღეს ჩვენ გავეცანით მეხუთე მოდულში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს,რომელიც გავუზიარეთ ერთმანეთს.განვიხილეთ ასევე შეფასების გეგმები.,დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.მადლობა ჩვენს ტრენერს.

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.