суббота, 20 апреля 2019 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

           
       
დღეს ვიმუშავეთ   drive-ში.გავუგზავნეთ ერთმანეთს  პროექტის პრეზენტაცია,გავაკეთეთ შენიშვნები.                                                                                                                                           გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ტესტს, საავტორო უფლებების ქაოსს,გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს(მარტივი)და შევავსეთ.
 
  მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...



მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.
                 

воскресенье, 14 апреля 2019 г.

მე -4 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების სტრატეგიების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით და როგორ მოვარგოთ ჩვენს პროექტს.

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
  • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
  • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან

воскресенье, 7 апреля 2019 г.

                            მესამე დღის რეფლექსია                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს,ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომელიც ძალიან საინტერესო იყო.  ასევე ვიმუშავეთ წყვილებში,დიდი მადლობა ტრენერს გაწეული მუშაობისთვის. 

   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

суббота, 6 апреля 2019 г.

                       გამარჯობათ  ქალბატონო მარინა ,                                                                                             გილოცავთ ბრწყინვალე დრესასწაულს,ხარებას.                                                                        მრავალი გაგითენოთ ღმერთმა ,უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ                                                                                                                         ..

მეორე დღის რეფლექსია

        ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ სხვადასხვა მსმენელების საპროექტო წინადადებები,გაიმართა სასიამოვნო დისკუსია. გავეცანი შაბლონებს, ,ჩეკლისტებს, რომელსაც პროექტის დაგეგმვისას გამოვიყენებ.შევქმენით ბლოგი, სადაც მოვათავსეთ პირველი დღის რეფლექსია.

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
მეორე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის

пятница, 5 апреля 2019 г.

პირველი დღის რეფლექსია




      პირველი დღის მეცადინეობა  ძალიან საინტერესო  იყო  იმ მხრივ,რომ ჩვენ გავეცანით,თუ როგორ  დაეხმარება  პროექტი ჩვენს მოსწავლეებს 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. შევქმენით საქაღალდეები,განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი,დაგვავალეს მოგვეფიქრებინა საინტერესო თემა პროექტისთვის და წარმოგვედგინა მომდევნო მეცადინეობაზე.