მესამე დღის რეფლექსია გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს,ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ასევე ვიმუშავეთ წყვილებში,დიდი მადლობა ტრენერს გაწეული მუშაობისთვის.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
- ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
- მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
- გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
- ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
- ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
- ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
- ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
Комментариев нет:
Отправить комментарий